THE HISTORY OF SERIOUS SEEDS  “სერიოზული თესლების ისტორია”

THE HISTORY OF SERIOUS SEEDS “სერიოზული თესლების ისტორია”

 ამ ისტორიის და ყველა გაყიდული ჯიშის უკან ერთი კაცი დგას – საიმონი.  ამსტერდამის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ბიოლოგიას სწავლობდა და არასდროს არაფერი მოუწევია. ( არც მარიხუანა და არც თამბაქო. ამსტერდამში ასეთ ჩვეულებაა 50/50 ზე აზავებ და ჯოინთს ასე ახვევ.) მათრობელა ბალახების ხიბლი საიმონმა უკვე შეგნებულ ასაკში აფრიკაში გაიგო. 1986 წელს. იქ ასე უთხრეს – დიდი მნიშვნელობა აქვს, თამბაქო არასდროს გაურიოო. 86-იდან მოყოლებული საიმონი მცენარის ნამდვილ გემოს და ხიბლს მიეჩვია, ისეთ ჰოლანდიელად ჩამოყალიბდა, თამბაქო რომ ერთხელ არ უხმარია  და სულ იმას ამტკიცებს მაშინ აფრიკაში სწორად მასწავლესო.

 საიმონს ფხიზელ თავზე ჰქონდა ბიოლოგია ნასწავლი, კარგი პროფესიული ჩვევებით. ამიტომ აფრიკაშივე დაიწყო სხვადასხვა გენეტიკების შეგროვება და დახარისხება, მომავალი ექსპერიმენტებისთვის. დაბრუნდა თუ არა საქმეშიც ჩაერთო. პირადი სიამოვნებისთვის სხვადასხვა ჯიშები გამოჰყავდა, სხვა მებაღეებს დაუმეგობრდა და კოლექცია უფრო მრავალფეროვანი გახადა.  სკოლაში დამამთავრებელ კლასებს ბიოლოგიას ასწავლიდა და ასე ცხოვრობდა.

 90 იანების დასაწყისში ალან დრონკერსმა საიმონი გაიცნო და უთხრა: დროა წიგნებში ამოკითხულების სწავლებას თავი დაანებო და დიდ ხალხს ისეთი რამეები გვასწავლო რაც არსად წერია და  მარტო შენ იციო”. მოკლედ უთხრა დროა სერიოზულ საქმეში შემოხვიდე და SENSI SEEDS ში ჩემთან იმუშაოო. საიმონმა სკოლა მიატოვა, ეს ნაბიჯი არასდროს უნანია. ალანთან ცოტა ხანი იმუშავა, ამერიკელი პარტნიორები გაიჩინა და ახალი სიდბანკი დაარსა.

 გაგიგიათ ხომ AK-47 ? აფრიკაში სამი ქვეყანაა რომლის დროშაზეც ეს ავტომატი ახატია. ძალიან მოსწონთ იქ ასეთი ავტომატები. ამიტომაც საიმონმა თავის აფრიკულ გამოცდილებას ზუსტად ეს სახელი დაარქვა, იფიქრა მოუხდებაო. სახელი ნამდვილად მოუხდა. დღეს AK-47  ერთ ერთი ყველაზე კოპირებადი ჯიშია მსოფლიოში.  1994 წელს AK-47 მა და Chronic მა ამსტერდამის კანაფის თასი მოიგეს. მოსალოდნელი წარმატება მაინც უფრო დიდი აღმოჩნდა. ამერიკელებთან კოლაბორაცია დაიშალა. საიმონმა სერიოზულად მოკიდა საქმეს ხელი. 1995 წელს საკუთარი სიდბანკი შექმნა –

 “სერიოზული თესლები”.  ასეთმა “სერიოზულმა” მიდგომამ მაშინვე დააინტერესა ამსტერდამის წამყვანი კოფიშოპები.  “სერიოზული” ჯიშები გამოჩნდა ისეთ შოპებში როგორიცაა: ‘GeenHouse’, ‘De Dampkring’ , ‘Blue Bird’. ამის მიუხედავად “სერიოზული” ყოველთვის პატარა, ერთი ადამიანის მისწრაფებეზე აგებული კომპანია იყო და ასეთივედ რჩება.

 ჩვენ არ ვაწარმოებთ ყოველ წელს ახალ გენეტიკებს, კომერციული მიზნების გამო. არც ყველა ექსსპერიმენტს ვასაჯაროებთ და ახალი ლამაზი სახელებით ვუშვებთ. გვირჩევნია წლები გავიდეს, შედეგი დრომ შეამოწმოს. ორიენტირებულები ვართ მარტივად გასაზრდელი, სარელაქსაციო და სამედიცინო დანიშნულებით გამოსადეგ ჯიშებზე.

 ჩვენ არასდროს ვჩქარობთ ჩვენი გენეტიკების წარდგენას, აფრიკაში ლოდინს გასწავლიან, საიმონს ეს საქმე ბიჭობაში და გართობით არ დაუწყია. შეგნებულ ასაკში იყო, “სერიოზული” მიზნებით. ამიტომაც მხოლოდ მაშინ გთავაზობთ სიახლეს როცა დავრწმუნდებით რომ ჩვენი პროდუქტი თანაბრად აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს და გამოსადეგია სამედიცინო, სამოყვარულო, გასართობი, საფიქრელი თუ არ-საფიქრელი მიზნებისთვის. – ეს “სერიოზული თესლებია” მეგობრებო!

ყველაფერი “ჰოლანდიურ ვნებაზე” – History of Dutch Passion
THCV vs THC – გამოყენება და განსხვავებები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ნავიგაცია

ჩემი კალათა

დახურვა

მოგესალმებით

რეგისტრირებული ხარ?

ნახვა

დახურვა

კატეგორია