Uncategorized

THCV vs THC – გამოყენება და განსხვავებები

lazy

რა არის ტეტრაჰიდროკანაბივარინი (THCV) და რა განასხვავებს მას ტეტრაჰიდროკანაბინოიდისგან (THC) ?  სრული სახელები იუკვე ვიცით, ამის შემდეგ აბრევიატურებით ვივლით.  მას შემდეგ რაც Dutch Passion-მა პირველი ოფიციალური THCV-ით მდიდარი ჯიში THC VICTORY წარადგინა. სხვადასხვა ნამდვილად რელევანტური კითხვები ჩნდება. თუ აქამდე მხოლოდ THC და CBD-ით გამდიდრებული ჯიშების გაზრდა იყო შესაძლებელი რომელსაც გროვერები უკვე კარგად იცნობენ. ახლა უკვე საინტერესოა მაინც რა განასხვავებს THCV-ს ამ ნივთიერებებისგან, როგორ და რისთვის უნდა გამოვიყენოთ ის.

რომელი სამედიცინო მიზნებისთვის არის გამოსადეგი და საერთოდ რა განსხვავებაა ამ ორ ნივთიერებას შორის? – THCV vs THC
thcv 3

ამ მომენტისათვის ზუსტ პასუხებზე მეტი კითხვებია. კვლევები ახალია და ყოველ დღე ახალ პასუხებს გვცემს. თუმცა ამ მომენტისთვის ჩვენს მიერ დაგროვილ ცოდნას გაგიზიარებთ,

პირველ რიგში მოკლედ შეგახსენებთ, რომ THC ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი, კანაბინოიდებში ყველაზე მეტად შესწავლილი ფსიქოაქტიური ნივთიერებაა, რომელიც მცენარის შემცველობაში საშუალოდ 15% ს იკავებს. როგორც კვლევებიდან ჩანს:

  1. THCV ნაკლებად ფსიქოაქტიური ნივთიერებაა
  2. ნაკლებად აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი
  3. განსხვავდება მისი დუღილის ტემპერატურა.
  4. THC მადას აღძრავს THCV პირიქით, აქვეითებს.
რატომ შეიძლება იქცეს THCV – THC-ს ჯანმრთელ ალტერნატივად?

THCV ბუნებრივი წარმოშობის კანაბინოიდია, მისი სინთეზირება მცენარეში მთლიანად ორგანული გზებითაა შესაძლებელი.  ძირითადი აჟიოტაჟი ამ ახალი ნაკლებად შესწავლილი კანაბინოიდის მიმართ ზუსტად მისმა THC-სთან მსგავსებამ გამოიწვია. ნაკლებად ფსიქოაქტიური თვისებების გამო არსებობს მოლოდინები რომ THCV სამედიცინო განხრით გაცილებით უფრო შედეგიანი და საინტერესო იქნება.

შეიძლება ლოგიკურიცაა ვარაუდები THCV ს სამედიცინო გამოყენებაზე. ჯერ არასდროს არ ყოფილა ასეთი აშკარა ინტერესი სხვადასხვა კანაბინოიდების მიმართ. დიდი ფარმაცევტული კომპანიები უკვე მუშაობენ ამ საკითხზე. THCV კი ტესტირების სათავეში დგას. ჯერ ჯერობით ძალიან ადრეა რამის თქმა, ძირითადი კვლევები ჯერ კიდევ მხოლოდ THC და CBD მიმართულებით მიმდინარეობს. (ახლა უკვე THCV-ც) თუმცა წარმოიდგინეთ რამდენს უნდა ველოდოთ კიდევ ათეულობით ჯერ შეუსწავლელი კანაბინოიდისგან.

რა ოდენობის THCV სა და THC ს შეიცავს მცენარე ?

THC-Victory-ს გამოჩენამდე მცენარეში THCV-ს შემცველობა 0.5% დან 1% ამდე მერყეობდა და ეს უკვე დიდწილად ითვლებოდა.  Dutch Passion ს THC victory ში THCV ს შემცველობა 6-8% ია, რაც ზოგიერთ მცენარეში THC მაჩვენებელს უტოლდება.

THCV-ს ასეთი შემცველობის მცენარე უფრო CBD ით მდიდარ სამედიცინო ჯიშებს მოგვაგონებს ნაკლები THC ით. ჯერ ჯერობით THCV ს მაღალი შემცველობა მცენარეში ორგანულადაა გაზრდილი და მისი მოხმარება ჩვეულებრივად მოწევით შეიძლება. თუმცა მალევე გამოჩნდება THCV ზეთი და ექსტრაქტები.

ჩვენი აზრით მრავალი გროვერი ისიამოვნებს THCV ით მდიდარი შემცველობის მცენარით. ეფექტი შედარებით რბილი და სუსტია. რეკრეაციული მიზნებისთვის მისი მოხმარება დღის პერიოდშიც სასიამოვნოა.

THCV ეფექტები – მაინც როგორია THC- victory ს მოწევა?

ერთ ერთი ყველაზე ხსირად დასმული და ბუნებრივი კითხვა ასე ჟღერს – და მაინც რა ეფექტი აქვს THCV-ით მდიდარი მცენარის მოწევას? ამაზე ჩვენი გუნდის ძალიან გამოცდილი წევრი დიდი მონდომებით მუშაობდა, ბევრი გასინჯა და ასეთ პასუხებს იძლევა.

 “წელიწადზე მეტია რაც Dutch Passsion  THCV ით მდიდარ ფემინიზირებულ ჯიშებზე მუშაობს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ძალიან მაინტერესებდა ამ მცენარის თავოისებურებები და მოუთმენლად ველოდი გასინჯვას.

ტესტირებების ეტაპი მთელი გუნდისთვის პერიოდულად დაიწყო. ამიტომაც საკმაოდ აღელვებული ვიყავი როცა THC-V  ს პირველი დასრულებული ყვავილი ჩემს სამუშაო მაგიდაზე აღმოჩნდა.  გამოცდილება კი ასეთია:

 როცა გასასინჯად ტესტერი მივიღე, ეს პატარა ყვავილი იყო, 0.3 გრამი. ტესტისთვის იდეალური ოდენობა. არომატი ძნელად თუ გაირჩეოდა ტიპური მცენარისგან.  ჰქონდა ყავისფერი ბოლოები, სტრუქტურულად არც ძალიან გამომშრალი იყო და არც ძალიან წებოვანი. აშკარა იყო რომ გამოცდილ გროვერს მცენარის სწორად გასაშრობად მოთმინება ეყო.

 პირველ რიგში რაც უნდა გავითვალისწინოთ ისაა რომ THCV ს წვის ტემპერატურა 220 გრადუსია THC ს კი 155. თუ ჩემნაირად ვეიპს იყენებთ ეს უნდა გათვალოთ. დიდი სიმძლავრის ვეიპი ავარჩიე. არ მინდოდა ჩემი 0.3 ისე გამეხარჯა რომ მთავარი კომპონენტი სწორად არ აორთქლებულიყო. ყოველ დღეს ასე ვამთავრებ, ყოველი სამუშაო დღის დასასრულს როცა ბავშვებს სძინავთ და მე ჩემს დივანზე ვარ. დღის ბოლოს THC ისაა, რაც მჭირდება. თუმცა ამ შემთხვევაში საქმე ცოტა სხვანაირად წავიდა. ეფექტი მალევე ვიგრძენი 10 წუთში თვალები დამიმძიმდა და მუცელშიც სხვადასხვა საიამოვნო შეგრძნებებმა გამიარა. სხეულში შეგრძებებმა მეტი სიმკვეთრე შეიძინა თუმცა თავში ჯერ კიდევ არ ვიყავი ის რასაც ჩვენ ნამდვილ “HIGH” ს ვეძახით. საქმეების კეთება შემეძლო და მომინდა კიდეც, ფიქრები უფრო მშვიდი და დალაგებული გამიხდა.

 THCV ეფექტი შედარებით მალე გადის, 1 – 1,5 საათი. ეს არ ჰგავდა ჩვენს სატივა დომინანტ მცენარეებს. გონება გახსნილია, განწყობა მშვიდი , ფერები მკვეთრი მაგრამ მაინც არის ამ ყველაფერში რაღაც დიდი გამოუთქმელი განსხვავება. THCV სთან ერთად უფრო მშვიდი და თავდაჯერებული ხარ. არ ხასიათდება მკვეთრი გაქცეული ფიქრებით და ეიფორიით. ცოტაოდენი დროის შემდეგ არც გიჟური მადა მომძალებია. მოკლედ თუ ეძებთ რამეს რაც დღის განმავლობაში გვერდითი ეფექტების გარეშე შეგიძლიათ მოიხმაროთ და თან გონების სიმშვიდე და ფიქრის სიმკვეთრე შეინარჩუნოთ THCV – ანუ THC Victory ნამდვილად თქვენთვისაა. “

წყარო: Dutch Passion

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *