სუპერ სატივა სიდ კლუბი – SSSC – კლუბი სამი S-ით და ერთი C-თი !
ყველაფერი მაშინ დაიწყო როცა სემ სკანკმენი (Sam the Skunkman) კალიფორნიიდან ამსტერდამში დაბრუნდა. შეხვდა კარელ შელფჰუტს (Karel Schelfout) და უსახსოვრა ოკენის მეორე მხრიდან ჩამოტანილი სთრეინები – Original Haze და Skunk #01. კარელმა სემის საჩუქარი გულთან ძალიან ახლოს მიიტანა და ამ ორი გენეტიკის საფუძველზე საოცარი, თვისობრივად მრავალფეროვანი ჯიშების წარმოება დაიწყო. ასე გაჩნდა კლუბი სამი S ით და ერთი C ით – SSSC.
Nevil – ნევილი
ერთადერთი სიდბანკი SSSC-მდე ეკუთვნოდა ნევილს, სახელად – “ The Seedbank”. ნევილ შოელმეიქერის (Nevil Schoelmaker) შექმნილი სიდბანკი იყო მსოფლიოში პირველი ბანკი, რომელიც საერთაშორისო მასშტაბში ევრაზიის ძირითად ნაწილში და ამერიკაში ოპერირებდა. ნევილმაც მიიღო საჩუქარი სემისგან, ათამდე სხვადასხვა გენეტიკის Original Haze. ავღანეთში შეგროვებულ ჯიშებთან ერთად ნევილი უკვე აყალიბებდა ერთ-ერთ გამორჩეულ სიდბანკს, რომელთაგან ყველაზე ცნობილი 1„Nevuls Haze Strain-ია. ნევილი იყო პირველი ვინც გენეტიკურ შეჯვარებებში რუდერალისის სთრეინებს იყენებდა. სემისგან და ნევილისგან მიღებული კაკლებით კარელმა ექსპერიმენტები დაიწყო, რომელიც შემდეგ ბრენდირებული SSSC გახდება.
High times
1985 – 1987 წლებში კარელის ექსპერიმენტებმა დიდი შედეგი გამოიღო. ცნობილი გამოცემა High Times-ის ჟურნალისტმა ყველაფერი თავად შეამოწმა, მოეწონა ბიჭების პატარა კლუბი სამი S-ით და ერთი Cით და ჟურნალის გარეკანზე SSSC-ის ისტორია დაბეჭდა. ამ ორ წელიწადში SSSC მანამდვილი ბუმი გაიარა. გაყიდა მილიონობით კაკალი ევროპაში, აზიასა და ამერიკაში. ორი არაჩვეულებრივი წელიწადის შემდეგ თავგადასავალი თითქოს მიმთავრდა. ბიჭების ვიწრო კლუბი დაიშალა და ყველა თავის გზას გაუყვა. SSSC-ის გენეტიკების უმეტესობა კი დაიკარგა.
Keep the Legend Alive – ლეგენდები არ კვდებიან
90-იანებში კარელმა თავისი ყურადღება სხვადასხვა გენეტიკის კვლევაზე გადაიტანა რამდენიმე მსხვილი კოფიშოპისთვის. ამავდროულად კარელი აქტიურად მუშაობდა იმ დროისთვის ჯერ კიდევ ახალ – Indoor ზრდის ტექნიკაზეც, რამაც ადგილობრივ გროვერებში დიდი გავლენა და სახელი მოუტანა. ამავე დროს კეესი, კარელის უფროსი ვაჟი, ბარსელონაში იმავეს აკეთებდა ოღონდ თავისებურად და მამასთანაც უცნაური ურთიერთობა ჰქონდა. კეესის გამოყვანილმა გენეტიკამ დიდი ყურადღება დაიმსახურა Cannabis Social Club-ისგან. გენეტიკას Karel’s haze ერქვა. კეესი კი ამსტერდამში დაბრუნდა და მამამისთან ერთად დაიწყო მუშაობა ლეგენდის გასაცოცხლებლად.
Karel – კარელი
80-იანი წლები არ იყო მშვიდი პერიოდი. ასეთი არც კარელს ეთქმოდა. ანდერგრაუნდ მოძრაობის წევრი იყო, ისინი თავს მეკობრეებს ეძახდნენ და კანაფი სტილის და ცხოვრებუს განუყოფელი ნაწილი იყო. ნელ ნელა უფრო და უფრო ბევრი მსურველი ჩნდებოდა, თვითონ გაეზარდათ მცენარე. კარელმა თავისი Indoor ექსპერიმენტებისთვის მიტოვებული სახლები, ზეთანამედროვე განათება, კლდის მატყლით ( rock wool ) გამდიდრებული ნიადაგი და ხვადასხვა მინერალები გამოიყენა. ამგვარ ნიადაგზე გაზრდის ტექნიკა მოგვიანებით ყველა ცნობილმა კოფიშოპმა გადაიღო.
Kees
კეეს ყოველთვის აინტერესებდა სად ყიდულობდა მამამისი ასეთ უჩვეულოდ მდიდარ, ძველისკოლის და 80-იანების გემოთი გაჯერებულ ჯიშებს. 2015 წელს კი მიხვდა – კარელი მთელი ეს დრო საიდუმლოდ ზრდიდა OSH -Old Schoul Haze-ს მხოლოდ საკუთარი თავისთვის. კეესმა ჯერ თვითონ გაზარდა მცენარე ნოსტალგიური გემოთი, ხოლო შემდეგ მამამისის საიდუმლო Indoor საცავებიდან ძველი გენეტიკები ნებართვით აიღო. დღეს SSSC ორიგინალ Old School Haze-ებს ყიდის და High Times-ის დიდების ხეივანში პიონერადაა წარმოდგენილი .