Uncategorized

რა არის კანაბიგეროლი CBG – მისი დანიშნულება და თვისებები

კანაბიგეროლი (CBG) არის კანაბინოიდის სახეობა, რომელიც მიიღება კანაფის მცენარისგან. მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ყველა კანაბინოიდის დედას, რადგან სხვა კანაბინოიდები მიიღება კანაბიგეროლის მჟავისგან (CBGA), CBG-ის მჟავე ფორმისგან. მცენარის ზრდის პროცესში CBG-ს საკვანძო როი უკავია – მის გარეშე, მცენარე ვერ განაგრძობს ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტების სინთეზს, როგორიცაა THC და CBD. შეიძლება ითქვას, რომ CBG გამოიყენება როგორც სამშენებლო მასალა THC და CBD-ის წარმოებისთვის. კანაბიგეროლი მიიღება ახალგაზრდა კანაფის მცენარეებისგან, ვინაიდან ისინი CBG-ს უფრო მეტ რაოდენობას შეიცავენ, ვიდრე სრულად განვითარებული მცენარეები. ორივე CBD და THC თავიდან გვევლინება როგორც CBGA, CBG-ის მჟავე ფორმა. სწორედ ამიტომ ახალგაზრდა კანაფის მცენარეები შეიცავს CBG-ს უფრო მაღალ კონცენტრაციას.

როგორ მოქმედებს CBG

კანაფის მცენარეში 100-ზე მეტი კანაბინოიდია. თითოეული განსხვავებული კანაბინოიდური ნაერთი მოქმედებს მასპინძელ უჯრედში არსებულ კანაბინოიდურ რეცეპტორებზე. ეს კანაბინოიდური რეცეპტორები ერთობლივად ცნობილია, როგორც ადამიანის ენდოკანაბინოიდური სისტემა, რომელიც ჩართულია მრავალ ფიზიოლოგიურ აქტივობაში, ეს მოიცავს ტკივილის, განწყობის, მეხსიერების და მადის კონტროლს. CBG მუშავდება სხეულის ენდოკანაბინოიდული სისტემით, რომელიც შედგება მოლეკულებისგან და რეცეპტორებისგან. ისინი პასუხისმგებელნი არიან სხეულის ოპტიმალურ მდგომარეობაში შენარჩუნებაზე, მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება ჩვენს გარე გარემოში. სხეულში, CBG ბაძავს ენდოკანაბინოიდებს, ბუნებრივ ნაერთებს, რომლებსაც ჩვენი სხეული ქმნის. ჩვენი სხეული შეიცავს კანაბინოიდულ რეცეპტორებს – CB1 და CB2. CB1 რეცეპტორები გვხვდება ნერვულ სისტემაში და ტვინში, ხოლო CB2 რეცეპტორები განლაგებულია იმუნურ სისტემაში და სხეულის სხვა უბნებში. კანაბიგეროლი მუშაობს ორივე რეცეპტორთან შებოჭვით, რითაც აძლიერებს ანანდამიდის ფუნქციას, ნეიროტრანსმიტერს, რომელიც პასუხსიმგებელია სიამოვნებისა და მოტივაციის გაძლიერებაზე, მადის და ძილის რეგულირებაში და ტკივილის შემსუბუქებაში.

CBG-ის სანედიცინო თვისებები

CBG-ის აქტიურად იყენებენ სხვადასხვა სახის მოძრაობის დარღვევების სამკურნალოდ, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი, პარკინსონის დაავადება და ჰანტინგტონის დაავადება. კანაბიგეროლზე დაკვირვებამ კარგი შედეგი აჩვენა კიბოს უჯრედებთან ბრძოლაშიც. და მიუხედავად იმისა რომ ამ კანაბინოიდის კვლევა ადრეულ ეტაპზეა და მეცნიერებს უჭირთ ზუსტი დასკვნების გამოტანა, ყველა აღიარებს რომ გარკვეული დროა საჭირო მისი პოტენციალის სრულად გამოსავლენად. THC-ისგან განსხვავებით, CBG-ს არ აქვს ფსიქოტროპული ეფექტი, შესაბამისად არ აქვს High, როგორც გამომცდელებმა განმარტეს, CBG-ის ეფექტი THC-ისგან ძალიან განსხვავდება, ერთადერეთი მსგავსება იყო სხეულის ოდნავი stoned ეფექტი. ტესტირებისას ერთ-ერთი მოულოდნელი ეფექტი იყო ის, რომ მწეველებს გაუქრათ თამბაქოს ან კანაფის მოხმარების სურვილი. სხვადასხვა მწარმოებლებმა უკვე დაიწყეს CBG სახეობების გამოყვანა. თუ გსურს გამოსცადო CBG-ის ეფექტი, შეგიძლია Dutch Passion-ის CBG-Force ან AUTO CBG-Force დააგემოვნო. ეს ფოტოპერიოდული და აუტომოყვავილე სახეობები 15%-მდე CBG-ის შეიცავს.