Uncategorized

ყველაფერი “ჰოლანდიურ ვნებაზე” – History of Dutch Passion

lazy


The Dutch Passion Seed Company
 – ოფიციალურად 1987 წელს დაარსდა. კომპანია ცნობილია, როგორც უმაღლესი ხარისხის კანაფის თესლების შეგროვებით, ასევე ახალი, ფემინიზირებული ჯიშების გამოგონებით 1997 წლიდან.  დაარსებიდან 30 წლის შემდეგ კომპანია იმაზე დიდი და დატვირთულია ვიდრე ოდესმე. მომავალში ასეთივე დიდი გეგმებით.  მიმდინარე წელს კომპანიამ დაანონსა თანამშრომლობა კანადასთან, კოლუმბიასთან და ავსტრალიასთან სამედიცინო მარიხუანას კუთხით, რაც კომპანიის ამბიციებზე და მომავალზე ბევრს ამბობს. ამავდროულად, Dutch Passion მსოფლიოში ყველაზე დიდი კომპანიაა კანაფის კულტივირების და წარმოების მხრივაც.

Dutch Passion – ადრეულიწლები

ამსტერდამის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი, ჰენკ ვან დალენი, 1970 წლიდან მოყოლებული ემზადებოდა Dutch Passion-ის ოფიციალურად წარსადგენად, რომლის კულმინაციაც 1987 წელს ახალი კომპანიის დაარსებით დასრულდა. ჰენკი ჯერ კიდევ 70-იანი წლებიდან აგროვებდა სხვადასხვა ჯიშებს და თესლებს, რომლებიც თავს იყრიდა დღევანდელი კანაფის მექაში აფრიკიდან, აზიიდან, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკიდან. ჰენკი კი ამ ყველა ჯიშს უნივერსიტეტის ლაბორატორიაში 10 წელზე მეტ ხანს ახარისხებდა.

70-იან წლებში indoor growing საკმაოდ პრიმიტიული აღჭურვილობითა და ტექნიკით ნელი ტემპით ვითარდებოდა. მაგრამ ჰენკი მაინც ახერხებდა არჩეული, საუკეთესო ჯიშების გაზრდას და მათი შემდგომი შეჯვარებისთვის შენახვას.  მალევე ცხადი გახდა რომ ადგილზე მოყვანილი პროდუქტი არ ჩამოუვარდებოდა ჩამოტანილს. უფრო მეტიც, ხარისხით სჯობდა. Indoor გაზრდის კულტურა ჩანასახშივე ამართლებდა, ამსტერდამში დასაწყისიდანვე ამ ტექნიკის პიონერებს წვდომა ქონდათ მთელი მსოფლიოდან წლობით ნაგროვებ საუკეთესო ჯიშებზე. და ამ ყველაფერს Dutch Passion-ის და ჰენკ ვან დალენის გარეშე არ ჩაუვლია.  დღეს, 40 წლის შემდეგ, Dutch Passion მთელ მსოფლიოშ ოპერირებს, უცვლელი მიზნით – იპოვოს, შეაგროვოს, გამოიგონოს მსოფლიოში საუკეთესო კანაფის ჯიშები.

ფემინიზირებული კანაფის კაკლების გამოგონება!

 ქვესათაურიძახილისნიშნითშემთხვევითარწერიაDutch Passion არის კომპანია, რომელმაც მსოფლიოს სრულიად ახალი გზა – ფემინიზირებული კანაფის თესლები შესთავაზა.

Home და Indoor კულტივირება 80-იანი წლებიდან მოდაში შემოვიდა და ევროპა დაიპყროუკვე შესაძლებელი გახდა საუკეთესო და ცნობილი ჯიშების სახლში გაზრდაბუმი ევროპასაც გასცდა და indoor გროვერები უკვე ბაზარს შემოუერთდნენ.

 ახლა როცა უკვე მარტივად შეიძლებოდა საკუთარი მცენარის გაზრდა, გაჩნდა მოთხოვნა გარანტიებსა და ხარისხზეგროვერების დიდი ნაწილი უკმაყოფილო იყო იმით რომ უწევდათ რეგულარული კანაფისთესლების გაზრდა და მამალი ძირების გაცხრილვა.  და რადგან უკვე არსებობდა ფემინიზირებული ბოსტნეულის თესლები,  ბუნებრივად გაჩნდა მოთხოვნა ასეთივე ფემინიზირებულ კანაფის თესლებზეც.

 რამდენიმეწლიანიტესტირებისდაკვლევისშემდეგ, 1990 წელსDutch Passion-მა მსოფლიოს პირველი ფემინიზირებული კანაფის თესლები შესთავაზა. ეს იყო  გარდამტეხი მომენტი კანაფის ინდუსტრიაში! Dutch Passion იყო პირველი ფემინიზირებული კაკლების გამომგონებელი, მაგრამ, რა თქმა უნდა, სიახლეს ყველა დანარჩენი გამოყვა. დღეს მსოფლიოში გაყიდული კანაფის  თესლების 95% ფემინიზირებულია.

უმაღლესი ხარისხის ფემინიზირებული თესლების ძიებაში …

The Dutch Passion გუნდს ყავს წარმომადგენლობა ევროპაში, რუსეთში, სამხრეთ ამერიკაში, აშშ-სა და კანადაში, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს მუდამ ეძიოს სიახლე და შეინარჩუნოს სოლიდური ხარისხი. Dutch Passion თანამშრომლობს რამდენიმე უმსხვილეს ლეგალურ მწარმოებელთან კანადასა და ამერიკის შეერთებუილ შტატებში.

„ჩვენი კომპანია სრულიად საერთაშორისოა, ვებგვერდი თარგმნილია 10 ენაზე, კანაფის თესლებს კი ყველა ტიპის და ზომის მომხმარებელს ვაწვდით. დაწყებული სახლის გროვერებიდან რომლებიც საუკეთესო ჯიშებს პირადი მოხმარებისთვის ზრდიან, დამთავრებული დიდი ლეგალური საწარმოებით რომლებსაც წელიწადში ათიათასობით ძირი მოჰყავთ.“

„მრავალი ჩვენი პარტნიორი მაღაზია, რესელერები, და უბრალო მომხმარებლები ჩვენთან 30 წლიან რეგულარულ ურთიერთობას ინარჩუნებენ.“

უმეტესად მსოფლიო Dutch Passion-ს ფემინიზირებული კაკლების შემქმნელად იცნობს, მაგრამ კომპანია ათწლეულებია რაც კანაფის სხვა მიმართულებებზეც აქტიურად მუშაობს.

Outdoor კანაფის თესლები

The Dutch Passion – მა საკუთარი outdoor ჯიშების სელექციით და ბრენდირებით შექმნა საკუთარი ხაზი გარე გროუინგისთვის.  ფემინიზირებული outdoor თესლები The Dutch Passion-ის ნიშნით, უმკლავდება ისეთ რთულ კლიმატსაც როგორიც ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაშია. ისეთი ცნობილი  ჯიშები როგორიცაა  Durban PoisonFrisian DewHollands Hope და Passion #1  Dutch Passion-ის ფემინიზირებული გარე ზრდისთვის განკუთვნილი ჯიშების კვაკუთხედად იქცა.

CBD-ით მდიდარი კანაფის ჯიშები

სამედიცინო განხრით მარიხუანის გამოყენებაში უდიდესი წილი CBD ით მდიდარ ჯიშებზე მოდის. Dutch passion იყო ერთ-ერთი პირველი ვინც სამყაროს CBD ით მდიდარი ფემინიზირებული ჯიშები შესთავაზა.  სამედიცინო კუთხით კომპანია აქტიურად მუშაობს სხვადასხვა კანაბინოიდებით მდიდარ ჯიშებზე, რომელიც არამხოლოდ CBD ს და THC- ს მოიცავს.

აუტომოყვავილე კანაფის ჯიშები

The Joint Doctor-თან თანამშრომლობამ Dutch Passion ესტაბლიშმენტი აუტომოყვავილე ჯიშებშიც პიონერად აქცია. აუტომოყვავილე ჯიშები საოცრად კომფორტულია მათი სწრაფი და მარტივი ზრდის გამო.  გაღვივებული თესლიდან 10 – 11 კვირაში, დღე ღამეში 20 საათიანი ნათებით საუკეთესო შედეგის მიღება შეიძლება. რაც ბევრი გროვერისთვის საუკეთესო გამოსავალია როგორც შიდა – Indoor , ასევე Outdoor გაზრდის პირობებში.

ლეგენდალური ფოტოპერიოდული კანაფის ჯიშები…

ბევრისთვის ისედაც ცნობილია TCH-ით საოცრად მდიდარი Ducth Passion ის კლასიკური, ფოტოპერიოდუილი ჯიშები: Orange BudMazarBlueberryWhite WidowMaster Kush – რომლებიც უკვე სამი ათწლეულია მსოფლიოში ხმამაღლა ჟღერს.

Stealth კანაფისჯიშები

რა გაგიგიათ სტელსის ტიპის სამხედრო თვითმფრინავებზე? ეს არის უჩინარი ტექნოლოგია, რომელიც სუპერთანამედროვე სამხედრო თვითმფრინავებს რადარებისგან დამალვაში ეხმარება. Dutch Passion-მა ურბანული გროვერებისთვის სტელსის ტექნოლოგია მცენარეში გადმოიტანა.  Duck ჯიშები – სახელი ეწოდა დამახასიათებელი ფოთლის გამო რომელიც საოცრად გავს ფრინველის ფეხს. მსგავსი ფოთლები მცენარეს ბუნებრივ კამუფლაჟს უქმნის. ყვავილობამდე მისი კანაფად იდენტიფიცირება ძალიან ძნელია.  Frisian duck და Auto Duck ქალაქში მებაღეობის მოყვარულთათვის საუკეთესო, თანამედროვე და ლამაზი გამოსავალია.

future cloud dutch passion

Dutch Passion – მომავალი.

Dutch Passion გააგრძელებს ძიებას და მომხმარებლისთვის საუკეთესოს შეთავაზებას. კომპანიის განსაკუთრებული ურთიერთობა კანადის და ამერიკის შეერთებული შტატების ლეგალურ ბაზართან საოცარ შესაძლებლობებს იძლევა. ლეგალურმა და თავისუფალმა სივრცემ ამერიკასა და კანადაში უამრავი ექსპერიმენტის და კვლევის საშუალება მისცა კომპანიას.  მიმდინარეობს სხვადასხვა კანაბინოიდების THCV, CBG, CBDV-ს დონეებთან ექსპერიმენტირება და კვლევა რაც საოცარ შედეგებს გვპირდება. Dutch Passion იმედოვნებს რომ მომავალი იქნება ისეთივე ამაღელვებელი და მოულოდნელი როგორც აწმყო და წარსული.

წყარო: Dutch Passion

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *