Sweet Valley Kush სინამდვილეში იგივე Afghan Kush ია Hindu Kush ის გენეტიკით. ე.წ. – “ტკბილი მინდვრიდან” რომელიც პაკისტანი ინდოეთის საზღვარის ჩრდილოეთ ტერიტორიაა. Sweet Valley Kush – დაბალი და მძიმედ დატოტილი მცენარეა. ყვავილობის პერიოდში ძალიან მუქი შეფერილობით და წებოვანი – სავსე ნაყოფით გამოირჩევა. ყვავილობის პერიოდი 8-9 კვირაა. სრულ არომატსა და ეფექტს მცენარე ბოლო კვირაში იძენს. საუკეთესო შედეგებისთვის ჩვენი რეკომენდაციით მცენარეს სრული 9 კვირა მიეცით. გარე პირობებში გაზრდილი Sweet Valley Kush ყვავილობას ოქტომბტის პირველ კვირაში დაასრულებს და საშუალოდ 1000 გრამამდე მოსავალს იძლევა. მცენარის დაბალი აგებულება და ბუჩქოვანი სტრუქტურა პარტიზანი მებაღეებისთვის, მათთვის ვისაც მცენარის სხვა უფრო დიდი მცენარეებით დამალვა სურთ იდეალური ვარიანტია. Sweet Valley Kush – ძალიან ინტენსიურ, მძიმე და წებოვან ნაყოფს იძლევა. ეს არ არის კარგად გაპიარებული პოპულარული მცენარე – მაგრამ შედეგი ნამდვილად გასაოცარია. მოტკბო კენკრის და ნოტიო ტყის ნოტებით გაჯერებული გემო ხანგრძლივ, ძლიერ ეფექტს უზრუნველყობს. ძალიან ეფექტურია როგორც მადისაღმძვრელი, ტკივილგამაყუჩებელი და უძილობის საწინააღმდეგო საშუალება.
Greenhouse Seeds 1985 წლიდან მოყოლებული, მომხმარებელს თავს ამახსოვრებს საუკეთესო სატივა და ინდიკა დომინანტი ჯიშებით, რომელთა გენეტიკაც ანაზდადაა გამოყვანილი სხვადასხვა კონტინენტების ადგილობრივი ჯიშების (Landrace) შეჯვარებით. თუ გულდასმით გადაავლებთ თვალს მათ კატალოგს, აუცილებლად იპოვით თქვენს საჭიროებაზე მორგებულ გენეტიკას.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.