სატივა დომინანტი, არაფსიქოაქტიური, CBD ით მდიდარი Charlotte’s Angel საკმაოდ ჭირვეული მაგრამ საოცარი გოგონაა. CBD -20-25% ; THC 1% ; ახლავე ვეცდები ეს პროცენტები მარტივად აგიხსნათ. Charlotte’s Angel ს არაფსიქოაქტიური ეფექტი აქვს – ანუ რადიკალურად განსხვავებული THC ის თრობისგან. თუ გინდათ არომატული, გემრიელი ჯოინთები რომელსაც თან მხოლოდ CBD მომადუნებელი და სამედიცინო ეფექტი ახლავს ეს მცენარე თქვენთვისაა.
ეს შტამი კანაფზე სრულიად ახლებური ხედვა და ბოლო ათწლეულის მანძილზე CBD სადმი გაზრდილი ინტერესის და ნდობის შედეგია. ძალიან მაღალი CBD ის შემცველობის გამო, ისეთივე როგორიც ჩვეულებრივ შემთხვევაში THC შემცველობა უნდა იყოს. Charlotte’s Angel ს აუცილებელ მეგობრად აქცევს ყველა გამოცდილი მწეველისათვის ვისაც უკვე კანაფის სამედიცინო და სარელაქსაციო საშუალებები უფრო აინტერესებს ვიდრე ფსიქოაქტიური ეფექტი.
როგორც გითხარით Charlotte’s Angel ჭირვეული გოგოა. ძნელად ეგუება ცვალებად პირობებს და ამინდს. ამიტომაც გირჩევთ შიდა პირობებში გყავდეთ და ყურადღება არ მოაკლოთ. კარგი გარემო პირობების და სწორი ზრდის შემთხვევაში მცენარე 500- 600 გრამ მოსავალს იძლევა და SCROG და SOG მეთოდებსაც ადვილად ეგუება.