მაღაზიის მუშაობის პირობები

1. ძირითადი დებულებები

ზემოაღნიშნული დებულებები შემუშავებულია ორ სუბიექტს შორის ურთიერთობების დასარეგულირებლად. ესენია, ერთის მხრივ მყიდველი – კლიენტი, და მეორეს მხრივ გამყიდველი – ჩვენი ინტერნეტ–მაღაზია seedbank.ge.

გამყიდველი – seedbank.ge საიტის საშუალებით სთავაზობს და რეალიზაციას უკეთებს მარიხუანის ე. წ. F-1 თესლებს, მსოფლიოში საუკეთესო თესლის ბანკებიდან.

გამყიდველი გარანტიას იძლევა საქონლის ხარისხზე და შეკვეთის დადგენილ ვადებში გაგზავნის უზრუნველყოფაზე.

მყიდველი – ჩვენი მაღაზიის კლიენტი. შესყიდვის განხორციელებისთვის კლიენტს შეუძლია დარეგისტრირდეს ჩვენს საიტზე და ამავდროულად მოგვაწოდოს თავისი ზოგიერთი პირადი მონაცემები.

მყიდველისთვის ასევე არსებობს შესყიდვის განხორციელების მექანიზმი რეგისტრაციის გარეშე.

21 წელს კოლექციონერებს შეუძლიათ შეიძინონ საუკეთესო ჯიშისა და ხარისხის თესლები სუვენირის სახით, მხოლოდ საკოლექციო და გენეტიკის შენარჩუნების მიზნით და არა სხვა ნებისმიერი დანიშნულებით.

მყიდველს შეუძლია შეიძინოს პროდუქტი ჩვენს მაღაზიაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას შეუსრულდა 21 წელი. შემდგომ ქმედებებზე მყიდველი თავად აგებს პასუხს და პასუხისმგებლობა ენიჭება მხოლოდ მას.

seedbank.ge გაცნობებთ, რომ საქართველოში კანონით აკრძალულია და არ არის ნებადართული კანაფის კულტივაცია. ჩვენი პროდუქცია განკუთვნილია საკოლექციო და გენეტიკის შენარჩუნების მიზნით.

seedbank.ge პასუხს არ აგებს რეალიზებული პროდუქტის მყიდველის მიერ ნებისმიერი არაკანონიერი დანიშნულებით გამოყენების შემთხვევაში.

2. ხელშეკრულების შეწყვეტა და მოსალოდნელი შედეგები

გარდა სხვა იურიდიული და სამართლებრივი საშუალებებისა, უფლებას ვიტოვებთ, რომ წინასწარი შეტყობინების გარეშე, დაუყოვნებლივ შევწყვიტოთ ხელშეკრულება ან გავაუქმოთ ნებისმიერი უფლება, რომელიც მოგენიჭათ აღნიშნული ხელშეკურლების საფუძველზე.

ხელშეკრულების გაუქმებისას, დაუყოვნებლივ დაკარგავთ ყველა სახის წვდომას ვებგვერდზე, ასევე გაგიუქმდებათ პაროლი და საიდენტიფიკაციო მონაცემები. იმ ანგარიშზე, რომელიც თქვენს სახელზე შეიქმნა, შეეზღუდება ვებგვერდის მოხმარების უფლება მთლიანად ან ნაწილობრივ.

3. კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ჩვენი მომსახურებით სარგებლობისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით, მოცემულ დოკუმენტით განსაზღვრულ  პირობებს და გვაძლევთ უფლებას შევაგროვოთ თქვენს მიერ მოცემული პერსონალური ინფორმაცია სერვისის განხორციელებისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.

ჩვენ შეიძლება გთხოვოთ, გარკვეული სახის პერსონალური ინფორმაციის მოწოდება, რაც საჭირო იქნება მხოლოდ მიწოდებისთვის.

საკრედიტო ბარათის ინფორმაცია გამოიყენება ანგარიშწორების განსახრციელებლად და მესამე პირის (საბანკო დაწესებულება ან სხვა) სისტემის საშუალებით, და მისი დეტალები ჩვენს სისტემაში არ ინახება.

ჩვენი ვებგვერდი შეიძლება მოიცავდეს ბმულებს სხვა გვერდებზე გადასასვლელად. თუ თქვენ გამოიყენებთ მსგავს ბმულს, თქვენ გადამისამართდებით შესაბამის გვერდზე.

დაიმახსოვრეთ რომ გადახედოთ მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ სხვა ვებგვერდების შემადგენოლბასა და უსაფრთხოების პოლიტიკაზე.

4. პროდუქციის ფასები

ჩვენს ასორტიმენტში წარმოდგენილია სხვადასხვა ჯიშები, რომელთა სარეალიზაციო ფასიც მოცემულია მწარმოებლის ფასებში. ამ მოთხოვნის შესაბამისობაში მოყვანისთვის ჩვენი თანამშრომლები რეგულარულად აწარმოებენ ფასების online მონიტორინგს.

პროდუქტის ფასწარმოქმნა ხორციელდება გამყიდველის seedbank.ge – ის ეკონომიკური და საწარმოო პარამეტრებიდან გამომდინარე. გამყიდველი იტოვებს
უფლებას ცალმხრივად ცვალოს ფასები საკუთარ პროდუქციაზე.

5. საკანონმდებლო ბაზა

საქართველოს კანონმდებლობა არ კრძალავს მარიხუანის თესლების შეძენას, რადგან მარიხუანას თესლები არ შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, კანაფის თესლები ფართოდ გამოიყენება საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის. მათ გამოიყენებენ მედიცინაში, კულინარიაში და ტექსტილის წარმოებაში.

საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სისხლის და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას მარიხუანის მცენარის გაზრდისთვის. პასუხისმგებლობის ხარისხი ისაზღვრება ნათესების მოცულობის მიხედვით.

ჩვენ არ ვყიდით თესლებს მცენარის მოყვანის მიზნით. თუკი ჩვენი კლიენტები აპირებენ მარიხუანის მცენარის გაზრდას, ისინი უნდა აცნობიერებდნენ, რომ კანონმდებლობასთან პასუხისმგებლობა ეკისრებათ პირადად მათ.

ჩვენ არ ვყიდით თესლებს 21 წლამდე პირებზე.

ჩვენ არ ვახდენთ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების პროპაგანდას და არ მოვუწოდებთ კლიენტებს ჩვენი პროდუქციის პირადი მიზნებისთვის გამოყენებას.

seedbank.ge   მოგიწოდებთ, არ გამოიყენოთ შეძენილი პროდუქცია არაკანონიერი დანიშნულებით და ამასთან თავს ვალდებულად ვთვლით გაგაცნოთ მარიხუანას მოხმარების უარყოფითი თვისებები, რომელსაც მისი გამოყენება იწვევს ადამიანის ფიზიოლოგიაზე და ფსიქოლოგიაზე.

უარყოფითი ფიზიოლოგიური ეფექტები:

  • იწვევს თვალის ლორწოვანი გარსის შესიებას, თვალის ანთებას
  • იწვევს პულსის გახშირებას, გულისცემის გაძლიერებას
  • იწვევს არტერიული წნევის მომატებას ან დაცემას
  • არღვევს მოძრაობის ფუნქციებს
  • იწვევს მოთენთილობას
  • იწვევს ძილიანობას
  • იწვევს ორგანიზმის ტემპერატურის ცვალებადობასიწვევს თავის ტკივილს
  • იწვევს თავბრუსხვევას
  • იწვევს გულისრევის პროვოცირებას
  • იწვევს შიმშილის შეგრძნებებს
  • უარყოფითი ფსიქოლოგიური ეფექტები
  • იწვევს მეხსიერების გაუარესებას
  • იწვევს აღქმის უნარის გაუარესებას
  • იწვევს დროის და სივრცის შეგრძნების დაკარგვას
  • იწვევს აპათიას
  • იწვევს მოტივაციის ნაკლებობას
  • იწვევს ჰალუცინაციებს
  • იწვევს საკუთარი თავის, როგორც პიროვნების, აღქმის უნარის დაკარგვას
  • იწვევს ფსიქოზს (განსაკუთრებულად დიდი დოზა)

გაფრთხილება: ეს პროდუქტი იყიდება იმ პირობით რომ არ იქნება გამოყენებული არალეგალური მიზნებისთვის. თქვენ იცით რომ საქართველოში კანაფის კულტივაცია აკრძალულია კანონმდებლობით. გთხოვთ გაითვალისწინოთ არსებული რეგულაციები, ჩვენ არ ვართ პასუხისმგებლები თქვენს ქმედებაზე.