Greenhouse – “მწვანე სახლი”
The Green House Seeds Company მსოფლიოში ყველაზე წარმატებული კანაფის ბიზნესია, რაზეც მრავალი საერთაშორისო ჯილდო (40 HIGH TIMES კანაფის თასი, 17 HIghlife თასი და სხვა პრივატული ჯილდოები უამრავ ქვეყანაში) მეტყველებს.
არიანი (Arjan), კომპანიის დამფუძნებელი და მფლობელი კანაფის მეფედ იწოდება. იმიტომ რომ რეკორდსმენი, და უამრავი თასისა და სხვადასხვა პრიზის მფლობელია. არიანი ყოველთვის საუკეთესო გენეტიკის ძიებაში იყო.
საუკეთესო გენეტიკებზე ნადირობა (www.strainhunters.com) არიანმა მეოთხედი საუკუნის წინ დაიწყო და კვლავ აგრძელებს, თუმცა სამწუხაროდ მას გვერდს ფრანკო (იხ. ქვეთავი ფრანკო) აღარ უმშვენებს.
Green House Seed Company-ის სხვადასხვა გენეტიკები ზუსტად ამ ნადირობის შედეგია. ეს კომპანია საკუთარ ხელწერას თითოეულ ჯიშზე ტოვებს უნიკალური არომატითა და ხარისხით.
Greenhouse-ის რამდენიმე ყველაზე პოპულარული ჯიშის მიმოხილვა
20-მდე სხვადასხვა ჯიშიდან რომელსაც Green House Seed Company აწარმოებს, მაინც გამოირჩევა ჩემპიონები. Indoor და Outdoor ჩემპიონები. The Himalaya Gold ( ოქროს ჰიმალაი) გარე პირობებისთვის ყველაზე რეკომენდირებული ჯიშია. საუკეთესოდ იტანს სიცივეს, უმკლავდება მწერებს და სხვადასხვა დაავადებებს. მცენარე წარმომავლობით ჰიმალაის მთებიდანაა, საოცარ გამძლეობასთან ერთად კარგი ადაპტაციის უნარი აქვს. გროვერები იტალიის და ესპანეთის მთებიდან საოცრად ემადლიერებიან ამ მცენარეს. ჰიმალაის კი ყველაზე მეტად მაინც ჩვენი მთები გავს. ჰიმალაის ოქრო უხვი მოსავლიანობით და ძლიერი ინდიკა ეფექტით გამოირჩევა.
გარეპირობებისათვის შემდეგი ჩემპიონი Arjan’s Haze #1 ია. მცენარე შიდა პირობებისთვისაც გამოდგება, მაგრამ თავის სრულ პოტენციალს ბუნებრივ პირობებში ავლენს. უძლიერესი სატივა ეფექტით ხასიათდება და ყვავილობას 11 კვირაში ასრულებს. სამხრეთ ევროპული ჰავისთვის იდეალური ჯიშია.
Indoor ანუ სახლის პირობებისთვის საუკეთესოდ Great White Shark (დიდი თეთრი ზვიგენი, White Rhino თეთრიი მარტორქა, El Nino and the White Widow (თეთრი ქვრივი) ს ჯიშებს მიიჩნევა, ყველა ჩამოთვლილი ე.წ. White “თეთრების” ოჯახს მიეკუთვნება და საერთო გენეტიკა აქვთ. ამ ოჯახის მცენარეები დაბლები იზრდებიან, მაგრამ უხვი მოსავალი ახასიათებთ. White Rhino – თეთრი მარტორქა მდიდარი ბუკეტით, მძაფრი გემოთი და ძლიერი ეფექტით ხასიათდება. ძალიან პოპულარულია ისეთ მომხმარებლებში, რომლებიც ქრონიკულ ტკივილებს უჩივიან.
Great White Shark და Doctor ინდიკას მოყვარულებისთვის საუკეთესო და მათივე აღიარებული ჯიშებიი არიან. ზეთოვანი ყვავილები და ძლიერი მომადუნებელი ეფექტი ახასიათებთ.
The Hawaiian Snow, the Strawberry Haze და Neville’s Haze ორივე გარემოს კარგად ეგუება, მაგრამ უმეტესად მაინც შიდაპირობებში ზრდიან. მათი გრძელვადიანი ყვავილობის გამო. ზოგჯერ ამ მცენარეებს დასაწყისიდანვე 12 საათიან დღის რეჟიმზე ზრდიან. მათი ზომა და ყვავილობის პერიოდი რომ შეამცირონ. ყველა მათგანი ძლიერი სატივაა, ტყისა და მიწის არომატებით.
ჩვენს კოლექციაში კიდევ არან ისეთი ჯიშები რომლებიც ორივე გარემოს კარგად ეგუებიან. El Niño, the Alaskan Ice, K-Train და Super Silver Haze. თუმცა რასაკვირველია გარეთ გაზრდის შემთხვევაში მოსავალი მეტი იქნება.
სწორი გენეტიკის შერჩევა ყველა მებაღისთვის უმნიშვნელოვანესი დავალებაა, ამიტომაც უნდა შევაგროვოთ მეტი ინფორმაცია ჯიშის თავისებურებზე სანამ მის გაზრდასს დაიწყებთ.
არიანი ყოველთვის ამ ხედვით ხელმძღვანელობდა. მისი მიზანი მსოფლიოში კანაფის კულტურის განვითარება და სხვადასხვა ჯიშების სტაბილიზაცია იყო. Green House Seed Company კვლავ აგრძელებს ბრძოლას მთელ მსოფლიოში კანაფის ლეგალიზებისათვის.
არიანი Arjan – პიროვნება ფოკუსში
ეს კაცი ცოცხალი ლეგენდაა, დამფუძნებელი და მფლობელი კომპანიების: Green House Coffeeshops, Green House Seed Company, Strain Hunters, Green House Feeding, Green House Kitchen, GH Medical და უამრავი სხვა კანაფთან დაკავშირებული ბიზნესი. პირველი Green House კოფიშოპის გახსნის შემდეგ არიანი თავის იმპერიას ნელ ნელა ზრდიდა. საბოლოოდ კი მისმა სახელმა 4 უდიდესი კოფიშოპი ამსტერდამში, ბარსელონას კანაბის კლუბი , ორი ზეწარმატებული Seed კომპანია, კანაფთან დაკავშირებული მხატვრული და დოკუმენტური კინოსტუდია მოიცვა.
ის სამართლიანადაა მიჩნეული კანაფის ინდუსტრიაშსი ყველაზე დიდ მოთამაშედ. 2017 წლის 2 იანვარს არიანმა და Green house-ის ოჯახმა ფრანკო, მისი ძმა, დაკარგა. როდესაც HBO ს VICE ის ეპიზოდისთვის კონგოში ჰქონდათ გადაღებები. ფრანკო მალარიამ იმსხვერპლა. მაგრამ მისი მემკვიდრეობა კომპანიას მუდამ გაყვება.
თავიდანვე არიანს იდეალისტური მისწრაფებები ამოძრავებდა, უნდოდა კანაფის ხარისხი, მასზე ცნობადობა მთელ მსოფლიოში გაეზარდა. მან იცოდა რომ ამის მისაღწევად სხვა, საინტერესო გზების ძიება იყო საჭირო. იმ დროში ამსტერდამში მხოლოდ იმპორტულ ჰაშიშს და მარიხუანას ყიდდნენ. ნეპალიდან, ტაილანდიდან, და სხვა ეგზოტიკური ქვეყნებიდან. ხარისხის კონტროლი რთული იყო, ბაზარი ველური. 1985 წელს არიანმა მთელი მსოფლიოდან შეგროვებული გენეტიკებით საკუთარი მცენარეების წარმოება დაიწყო. ატარებდა ექსპერიმენტებს მის საყვარელ haze-ებთან. ბევრს ცდილობდა დაერწმუნებინა კოფიშოპები რომ ეს ახალი, ჯიშები გასაყიდად გამოეტანათ. მცდელობები მობეზრდა და 1992 წელს ტოლსტრატში საკუთარი კოფიშოპი Green house დააფუძნა.
1993 წელს, კოფიშოპის გახსნიდან ზუსტად ერთ წელიწადში არიანი მსოფლიო კანაფის რიგით მე-6 ჩემპიონატზე გავიდა და მთავარი პრიზი მოიგო. 1994 წელს უკვე ყველა შეჯიბრების მთავარი პრიზი მისი იყო. 1995 წელს High Tims-მა მისი ფოტო ჟურნალის გარეკანზე დაბეჭდა და გრძელი სულშიჩამწვდომი ისტორიაც თან დაურთო. არიანი კანაფის მეფედ უკვე საფუძვლიანად იწოდებოდა. Green House-ის კედლებს 100-ზე მეტიი A კლასის ვარსკვლავის ფოტო ამშვენებს, ყველა მათგანზე არჟანი მოკრძალებულად იღიმის.
არიანმა ასეთი პოპულარობა თავისი მიზნის მიღწევას მოახმარა. ის მიხვდა რომ ვარსკვლავებს და სხვადასხვა ცნობილ ხალხს, მისი ბალახებისგან გაბრუებულები რომ პოზირებდნენ მის კოფიშოპებში, შეუძლიათ ხალხს ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ, მცენარეს სტიგმები ჩამოაშორონ და ფართო მასებს სწორი ენით ესაუბრონ. ამიტომაც არიანი ყოველთვის სთხოვდა ისეთ ვარსკვლავებს როგორიც ვუდი ჰარილსონი და სხვები არიან, მეტი გაეგოთ მცენარეზე და ეს ცოდნა მათი მრავალმილიონიანი აუდიტორიისათვის დაუფარავად მოეთხროთ. ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო – დღეს 19 შტატში კანაფის გამოყენება სამედიცინო მიზნებისთვის ნებადართულია ხოლო 2 შტატში აბსოლუტურად ლეგალურია მისი რეკრეაციული დანიშნულებით გამოყენება. ევროპის წამყვან ქვეყნებში კი დეკრიმინალიზებული.
ფრანკო ლოჟა
ფრანკო უამრავი ადამიანისთვის ნამდვილი Icon იყო. მისი წვლილი ამ კომპანიის განვითარებაში ფასდაუდებელია. სანამ აფრიკაში მალარიით გარდაიცვლებოდა, უამრავი ადამიანის სიცოცხლის შეცვლა მოასწრო. მაგრამ ფრანკოზე სხვა დროს იყოს…
წყარო: GreenhouseSeeds