ზემოაღნიშნული დებულებები შემუშავებულია ორ სუბიექტს შორის ურთიერთობების დასარეგულირებლად. ესენია, ერთის მხრივ მყიდველი – კლიენტი, და მეორეს მხრივ გამყიდველი – ჩვენი ინტერნეტ–მაღაზია seedbank.ge.
გამყიდველი – seedbank.ge საიტის საშუალებით სთავაზობს და რეალიზაციას უკეთებს მარიხუანის ე. წ. F-1 თესლებს, მსოფლიოში საუკეთესო თესლის ბანკებიდან.
გამყიდველი გარანტიას იძლევა საქონლის ხარისხზე და შეკვეთის დადგენილ ვადებში გაგზავნის უზრუნველყოფაზე.
მყიდველი – ჩვენი მაღაზიის კლიენტი. შესყიდვის განხორციელებისთვის კლიენტს შეუძლია დარეგისტრირდეს ჩვენს საიტზე და ამავდროულად მოგვაწოდოს თავისი ზოგიერთი პირადი მონაცემები.
მყიდველისთვის ასევე არსებობს შესყიდვის განხორციელების მექანიზმი რეგისტრაციის გარეშე.
21 წელს კოლექციონერებს შეუძლიათ შეიძინონ საუკეთესო ჯიშისა და ხარისხის თესლები სუვენირის სახით, მხოლოდ საკოლექციო და გენეტიკის შენარჩუნების მიზნით და არა სხვა ნებისმიერი დანიშნულებით.
მყიდველს შეუძლია შეიძინოს პროდუქტი ჩვენს მაღაზიაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას შეუსრულდა 21 წელი. შემდგომ ქმედებებზე მყიდველი თავად აგებს პასუხს და პასუხისმგებლობა ენიჭება მხოლოდ მას.
seedbank.ge გაცნობებთ, რომ საქართველოში კანონით აკრძალულია და არ არის ნებადართული კანაფის კულტივაცია. ჩვენი პროდუქცია განკუთვნილია საკოლექციო და გენეტიკის შენარჩუნების მიზნით.
seedbank.ge პასუხს არ აგებს რეალიზებული პროდუქტის მყიდველის მიერ ნებისმიერი არაკანონიერი დანიშნულებით გამოყენების შემთხვევაში.