უკვე ათწლეულებია, ჩვენს Femenized Seeds კოლექციაში უცვლელად და თავმომწონედ დომინიირებს Frisian Dew. მაინც რა არის ამ მცენარეში განსაკუთრებული? რატომ იმარჯვებს საერთაშორისო კანაფის ჩემპიონატებზე ასე ხშირად.
Super Skunk ისა და Purple Star ის შეჯვარებით მიღებული ჰიბრიდი Frisian Dew საოცრად უნივერსალური მცენარეა. მცენარეს კარგი შემგუებლობა ახასიათებს ნებისმიერ გარემოპირობებთან , იქნებით მზიან, მაღალმთიან თუ ნესტიან რეგიონში – ეს გოგონა საოცრად ადაპტირდება! შიდა პირობებში მისი გაზრდა რათქმაუნდა შესაძლებელია მაგრამ ნამდვილ სასწაულს გარეთ იხილავთ. მასიური, ნაძვოვანი სტრუქტურის მცენარე საოცრად უხვი მოსავლით, მდიდარი ტროპიკული ხილის ბუკეტით და დაუვიწყარი ეფექტით დაგამახსოვრებთ თავს. სიტყვა მასიური შემთხვევით არ გვიხსენებია – 3.5 მეტრის სიმაღლის და 3.5 მეტრის სიგანის Frisian Dew გარე პირობებში ჩვეულებრივი მოვლენაა.
ძლიერი ცერებლარული ეფექტი მთელ სხეულში დაგივლით შემდეგ კი სატივა ტონები რამდენიმესაათიან ფსიქოაქტიურ მოგზაურობას უზრუნველყოფენ. რა უნდა წაიღოთ უცნობ პლანეტაზე ექსტრემალურ პირობებში მოგზაურობისას? თუ ყველაფერი განარჩენი გაქვთ და კანაფზე გეფიქრებათ – Frisian Dew შეუცვლელი ვარიანტია.