Seedbank 2019 წელს დაარსა შპს ტიფლის ვიჟენმა, რომელიც უკვე წლებია რაც ქართველ მომხმარებელს ანებივრებს Greenhouse Seeds, Dutch Passion, Seedstockers, Super Sativa Seed Club და Serious Seeds-ის პროდუქციითაც.

‘სიდბანკი’ Greenhouse Seeds და Dutch Passion-ის ოფიციალური დილერია საქართველოში. სიდბანკი ასევე იყო პირველი კომპანიია ქართულ ბაზარზე, რომელმაც Serious Seeds-ის პროდუქცია გააცნო ქართველ მებაღეებს.
კომპანიის მიზანი საქართველოში კანაფის კულტურის განვითარების ხელშეწყობაა ნებისმიერი შესაძლო გზით, იქნება ეს ჩართულობა ღონისძიებებში, შემეცნებითი სახის ინფორმაციის მიწოდება თუ სხვა სახის აქტივობა, რომელიც ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას ამ მცენარესთან მიმართებით.
დღეს სიდბანკი ქართველ მომხმარებელს სთავაზობს წამყვანი ჰოლანდიური კანაფის კაკლების მწარმოებელი ბრენდების ორიგინალ ნაწარმს – Dutch Passion, Greenhouse Seeds, Strain Hunters, Super Sativa Seed Club და Serious Seeds.
სამომავლო ხედვაში სიდბანკი ეცდება უფრო მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზოს მის მომხმარებელს და მეტი წვლილი შეიტანოს იმ დიად მიზანში რასაც, ლეგალიზაცია ქვია.